სსიპ - კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ცხადდება კონკურსი შემდეგ პოზიციებზე:
- კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილების უფროსი - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი
- რესტავრაციისა და კონსერვაციის სამეცნიერო ლაბორატორია (განყოფილება) - განყოფილების უფროსი - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი
- აღმოსავლური და სომხური ხელნაწერების განყოფილების უფროსი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი
კონკურსში მონაწილეობის მსურველ პირთა განცხადებების მიღება მიმდინარეობს ცენტრის ელექტრონულ ფოსტაზე - info@manuscript.ge 2026 წლის 4 მაისიდან 2026 წლის 15 მაისის ჩათვლით.
დადგენილი ვადების დარღვევით წარდგენილი განცხადება არ რეგისტრირდება.
საბუთების გადარჩევის დღე - 2026 წლის 18-19 მაისი.
გასაუბრების ჩატარების დღე - 2026 წლის 21-22 მაისი.
შენიშვნა: სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით, გასაუბრება შესაძლებელია ჩატარდეს ელექტრონულ ფორმატში, კანდიდატებისთვის წინასწარი შეტყობინებით.
კონკურსის შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 2026 წლის 29 მაისისა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
თანამდებობის დასახელება: კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილების უფროსი - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი
დამსაქმებელი: სსიპ კ.კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
თანამდებობრივი სარგო: 1759.00 ლარი
ადგილების რაოდენობა: 1
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაოს აღწერა:
განყოფილების სამეცნიერო საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობა და კოორდინაცია, სამეცნიერო პრიორიტეტების განსაზღვრა; განყოფილებისთვის წლიური გეგმების შედგენა- შესრულებაზე კონტროლი და სამეცნიერო საბჭოსათვის სათანადო ფორმით წარდგენა; საერთაშორისო და ადგილობრივ საგრანტო კონკურსებში წარსადგენი პროექტების შერჩევისა და მომზადების კოორდინაცია; გამოსაცემად მომზადებული სამეცნიერო ნაშრომების შერჩევა.
ძველ ქართულ ხელნაწერებზე მუშაობა, ფილოლოგიური ძიებანი ძვ.ქართული მწერლობის სხვადასხვა სფეროში; ძვ.ქართული ტექსტების კრიტიკული გამოცემის მომზადება; ტექსტების ენობრივ-სტილური მახასიათებლების შესწავლა; ლიტერატურული ურთიერთობების შესწავლა; ტექსტისთვის ლექსიკონისა და დოკუმენტური საძიებლების შედგენა.
მოთხოვნები:
აკადემიური ხარისხი - დოქტორი/დოქტორთან გათანაბრებული
სამუშაო გამოცდილება - სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის მინიმუმ 6 წლიანი გამოცდილება
დამატებითი მოთხოვნები:
აუცილებელია:
ძველი ქართული ენის ცოდნა
სამეცნიერო გრანტებში მონაწილეობა/ხელმძღვანელობა
სასურველია: ადმინისტრაციული ხელმძღვანელობის გამოცდილება. ადგილობრივ და უცხოურ სამეცნიერო ფორუმებში მონაწილეობა. კომპიუტერული პროგრამები:
Microsoft Office
ენები:
ერთ-ერთი უცხო ენა
რესტავრაციისა და კონსერვაციის სამეცნიერო ლაბორატორია (განყოფილება)
თანამდებობის დასახელება: განყოფილების უფროსი - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი
თანამდებობრივი სარგო: 1759.00 ლარი
ადგილების რაოდენობა: 1
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაოს აღწერა:
ლაბორატორიის სამუშაო გეგმის შედგენა, სამუშაოების აღრიცხვა, დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი. ლაბორატორიის განვითარებისთვის ახალი, პროგრესული მეთოდების დანერგვისთვის, სამუშაოს ფორმის დახვეწისა და კადრების კვალიფიკაციის ამაღლებისთვის საჭირო ღონისძიებების ჩატარება. ხელნაწერების დაზიანებების კვლევა თანამედროვე დიაგნოსტიკური მეთოდების გამოყენებით . ლაბორატორიაში მიმდინარე საკონსერვაციო და სარესტავრაციო სამუშაოების ტექნოლოგიისა და მეთოდიკის დაცვა და კონტროლი. პრევენციული კონსერვაციის ორგანიზება. საერთაშორისო და ადგილობრივ საგრანტო კონკურსებში წარსადგენი პროექტების შერჩევა და მომზადების კოორდინაცია. რესტავრაცია-კონსერვაციის სფეროში სამეცნიერო სამუშაოების წარმოება და მიღებული კვლევების გამოყენება რესტავრაციის სწორად წარმართვისათვის.
მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება: დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
სამუშაო გამოცდილება: სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება. რესტავრაცია-კონსერვაციის დარგში მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
დამატებითი მოთხოვნები:
აუცილებელია:
• გამოქვეყნებული, მათ შორის ბოლო 6 წლის განმავლობაში, სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი;
• 2 სამეცნიერო ნაშრომის/სტატიის ასლი.
• სამეცნიერო პროექტების ხელმძღვანელობის/მათში მონაწილეობის გამოცდილება;
• საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებში/პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება;
სასურველია:
• სარესტავრაციო პროექტების ჩამონათვალი;
• სამეცნიერო მოღვაწეობასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაცია.
კომპიუტერული პროგრამები:
Microsoft Office Word
უცხო ენები:
ერთ-ერთი უცხო ენა
თანამდებობის დასახელება: აღმოსავლური და სომხური ხელნაწერების განყოფილების უფროსი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი
დამსაქმებელი: სსიპ კ.კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
თანამდებობრივი სარგო: 1759.00 ლარი
ადგილების რაოდენობა: 1
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაოს აღწერა:
განყოფილების სამეცნიერო საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობა და კოორდინაცია, სამეცნიერო პრიორიტეტების განსაზღვრა; განყოფილებისთვის წლიური გეგმების შედგენა- შესრულებაზე კონტროლი და სამეცნიერო საბჭოსათვის სათანადო ფორმით წარდგენა; საერთაშორისო და ადგილობრივ საგრანტო კონკურსებში წარსადგენი პროექტების შერჩევისა და მომზადების კოორდინაცია; გამოსაცემად მომზადებული სამეცნიერო ნაშრომების შერჩევა.
ძველ აღმოსავლურ და სომხურ ხელნაწერებზე მუშაობა, ფილოლოგიური ძიებანი მწერლობის სხვადასხვა სფეროში; აღმოსავლური და სომხური ტექსტების კრიტიკული გამოცემის მომზადება; ტექსტების ენობრივ-სტილური მახასიათებლების შესწავლა; ლიტერატურული ურთიერთობების შესწავლა; ტექსტისთვის ლექსიკონისა და დოკუმენტური საძიებლების შედგენა.
მოთხოვნები:
აკადემიური ხარისხი დოქტორი/დოქტორთან გათანაბრებული
სამუშაო გამოცდილება სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის მინიმუმ 6 წლიანი გამოცდილება
დამატებითი მოთხოვნები:
აუცილებელია:
სომხური/აღმოსავლური ენის ცოდნა
სამეცნიერო გრანტებში მონაწილეობა/ხელმძღვანელობა
სასურველია:
ადმინისტრაციული ხელმძღვანელობის გამოცდილება. ადგილობრივ და უცხოურ სამეცნიერო ფორუმებში მონაწილეობა.
კომპიუტერული პროგრამები:
Microsoft Office
ენები:
ერთ-ერთი უცხო ენა
კონკურსში მონაწილე კანდიდატთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია
o პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
o ავტობიოგრაფია (CV ფოტოსურათით)
o დასაკავებელი თანამდებობისთვის აუცილებელი შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი
o გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი (ცალკე დოკუმენტად წარმოდგენა სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ინფორმაცია არ არის მოცემული ავტობიოგრაფიაში/ CV-ში)
o გამოქვეყნებული 2 სამეცნიერო ნაშრომის ასლი, რომელიც განმცხადებლის აზრით, ყველაზე უკეთ წარმოაჩენს მის სამეცნიერო პოტენციალსა და კვლევის უნარს
o ჩამონათვალი და მოკლე აღწერილობა განმცხადებლის მიერ შესრულებული სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებისა (არაუმეტეს 2 გვერდისა)
o ჩამონათვალი სამეცნიერო გრანტების (მონაწილეობა/ხელმძღვანელობა (ცალკე დოკუმენტად წარმოდგენა სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ინფორმაცია არ არის მოცემული ავტობიოგრაფიაში/ CV-ში)
o ადგილობრივ და უცხოურ სამეცნიერო ფორუმებში მონაწილეობის ჩამონათვალი (ცალკე დოკუმენტად წარმოდგენა სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ინფორმაცია არ არის მოცემული ავტობიოგრაფიაში/ CV-ში).
o ჩამონათვალი და მოკლე აღწერილობა იმ სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებისა, რომლის შესრულებასაც აპირებს განმცხადებელი ვაკანტურ პოზიციაზე უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში (არაუმეტეს 2 გვერდისა)
o კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს დარგის განვითარების კონცეფცია, რომელიც შეეხება როგორც კონკრეტული მიმართულების, ასევე, ზოგადად, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სამეცნიერო პოტენციალის განვითარების სტრატეგიულ გეგმებს/ხედვას.
o ინფორმაცია შესაბამისი დარგის 2 რეკომენდატორის შესახებ (სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია - ტელეფონი, ელ-ფოსტა), (ცალკე დოკუმენტად წარმოდგენა სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ინფორმაცია არ არის მოცემული ავტობიოგრაფიაში/ CV-ში)